“გოგონი თქვენი ნაგავი ყარსო” – რა ისტორიას აქვეყნებს მანანა მანჯგალაძე

რა სალაპარაკო თემაა, მაგრამ დილით ნაგავი გადავყარე, სახლთან ყველაზე ახლოს მდებარე ურნა დაიმტვრა და ტენდერი უნდა ჩატარდესო ახლისთვისო მეზობელმა ამიხსნა, არ ვიცი რამდენად სწორია, მე კი ცოტა მოშორებით მდებარე ურნასთან მომიწია მისვლა. უცებ მეძახის ერთ-ერთი სახლიდან ნახევრად შიშველი მამაკაცი: “გოგონი (ეს მიმართვა მომწონს) აქ ნუ ყრითო”
“რატომ -მეთქი,
– თქვენი ნაგავი ყარსო მერეო”
– სად შეამოწმეთ და როდის მეტქი და ჩემი ნაგავი თქვენისგან რითი განსხვავდება ხომ ვერ მეტყვით მეთქი
– ნუ ეგ არ ვიციო მაგრამ თქვენი ურნა რატომ დაამტვირიეთ სხვაგან რომ ჩაგეყარათო???- ძალიან გონივრული ბრალი დამდო…
– დიახ, მიყვარს დიდ მანძლზე ნაგვის წაღება, ჩემი ფობია და ეს თუ თქვენი კერძო სანაგვეა დააწერეთ და აღარ დავყრი მეთქი
ძალიან კარგი დიალოგი გვქონდა, ძალიან კარგი ხედვები ქონდა იმ კაცს , ხვალ დილითაც მივდივარ და ალბათ გავაგრძელებთ საუბარს”,- წერს მანჯგალაძე სოცქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები