“გოგონები მზად არიან, წახდნენ, რომ გახდნენ წლის ახალი “მის” – სილამაზის კონკურსების კულისები (ფოტოკოლაჟი)

ფოტოპროექტი “სილამაზის კონკურსების კულისები” საზოგადოებას მსოფლიოს ორ დიდ კონკურსში აშშ-სა  და მის სამყაროს კულისებში ამოგზაურებს.

ფოტოპროექტი საზოგადოებას ფოტოგრაფებმა – ჯენი აკერმანმა და ტიმ გრუბერიმ წარუდგინეს.

სილამაზის კონკურსები დიდი ხანია, წარმოადგენს დასავლეთის სიმბოლოს მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კონკურსები დიდი ხანია, ბუნებრივი და ნამდვილი აღარ არის. ის გოგონების ტყუილი შეჯიბრია, რადგან სილიკონებით, ოპერაციებითა და იმპლანტებით სავსე კონკურსანტები მომრავლდნენ. ეს ყველაფერი ნორმად იქცა. კონკურსანტების ბედს  ყოველთვის ობიექტური ჟიური აღარ წყვეტს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ფოტოგრაფები შეეცადნენ, საზოგადოებისთვის ენახებინათ, თუ რა შრომისა და ბრძოლის ფასი უჯდებათ მთ გამარჯვება.

აქ ნახავთ დაპირისპირებას, ამხანაგობას, ტკივილსა და განწყობას – კონკურსანტებს, რომლებიც ცდილობენ, მიიღონ ის, რაზეც მხოლოდ გოგონების უმეტესობა ოცნებობს. ეს პროექტი გაჩვენებთ ლენტების სამყაროს, სიგამხდრეს, მაკიაჟს, ტალღოვნებს, მაღალ ქუსლებსა და ყველაფერს, რისთვისაც გოგონები მზად არიან, წახდნენ, რომ გახდნენ წლის ახალი “მის”.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები