გოგონა, რომელსაც სკოლაში წონის გამო აბულინგებდნენ, კუჭის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა

საბერძნეთში მღვდლის 14 წლის გოგონა კუჭის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

გოგონას  სკოლაში წონის გამო აბულინგებდნენ, რის გამოც მან ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა, რაც საბოლოოდ ტრაგედიით დასრულდა.

ბერძნული მედიის ცნობით, გოგონა ოპერაციიდან 2 წელში გარდაიცვალა, ოჯახი კი ამაში ექიმებს ადანაშაულებს.

როგორც გარდაცვლილის მამა ამბობს,  ოპერაციის შემდეგ მის ქალიშვილს გაუსაძლისი ტკივილი დაეწყო. ექიმმა კი თქვა, რომ მსგავსი ტკივილი ასეთი ოპერაციის შემდეგ ნორმალურია და ყველაფერი კარგად იქნებოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები