გოგონა, რომელმაც სექსუალურ შევიწროებაზე ისაუბრა, კლასელებმა ცოცხლად დაწვეს

19 წლის ბანგლადეშელი ნუსრათ ჯაჰან რაფი სკოლაში ცოცხლად დაწვეს. გოგონამ ორი კვირით ადრე სკოლის დირექტორის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე ისაუბრა. აღნიშნულ ფაქტზე ინფორმაციას BBC ავრცელებს. ნუსრათის თქმით, სკოლის დირექტორმა ის თავის კაბინეტში დაიბარა. დირექტორი გოგონას სხეულის სხვადასხვა ნაწილზე შეეხო, რის შედეგაც ნურსათმა გაქცევა გადაწყვიტა. ის თავის ოჯახის წევრებთან ერთად პოლიციაში მივიდა და აღნიშნული ფაქტის შესახებ მათ შეატყობინა. დირექტორი მალევე დააკავეს, თუმცა, გოგონა უბედური შემთხვევის მსხვერპლი მაინც გახდა. ნუსრათ ჯაჰან რაფი კლასელებმა მოტყუებით სკოლის სახურავზე აიყვანეს, ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს. პოლიციამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 15 ადამიანი დააკავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები