გოგონა, რომელმაც ორსულობის შესახებ მშობიარობის შემდეგ შეიტყო

ებონი სტივენსონი დასაძინებლად დაწვა და ოთხი დღის შემდეგ რომ გაიღვიძა, უკვე დედა იყო.
გოგონამ არ იცოდა, რომ ორსულად იყო.
როგორც აღმოჩნდა, 18 წლის ბრიტანელ გოგონას ორი საშვილოსნო ჰქონდა.
ერთ-ერთი სამენსტრუაციო ციკლს განაგრძობდა, ამიტომ სტივენსონი არც კი ეჭვობდა, რომ შესაძლოა, ორსულად ყოფილიყო. გარდა ამისა, გოგონას ორსულობა გარეგნულად არ ეტყობოდა ვინაიდან საშვილოსნო მის ზურგთან უფრო ახლოს იყო განთავსებული.
როგორც ცნობილია, სტივენსონი 2 დეკებერს ძილის წინ სისუსტეს და თავის ტკივილს უჩიოდა. ძილში მას ტკივილის შეტევები დაეწყო. როგორც გოგონა აცხადებს, მას არ ახსოვს, როგორ შევიდა სააბაზანოში, სადაც მას გული წაუვიდა. როგორც ებონის დედა ამბობს, მის შვილს უეცრად გაებერა მუცელი და მან სასწრაფო გამოიძახა. შეტევიდან რამდენიმე საათში სტივენსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.
6 დეკემბერს ებონი გონს მოვიდა და გაიგო, რომ მას გოგონა ეყოლა. ექიმების თქმით, გოგონა ზუსტად 9 თვის შემდეგ, სრულიად ჯანმრთელი დაიბადა.

კომენტარები

სხვა სიახლეები