გრემ მაკქუაიეთი და ჯილ შარპი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობენ და ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები არიან, თუმცა ჯილის “ტვიტერზე” გამოქვეყნებული ერთობლივი ფოტოების მიხედვით, დანიშნულებიც იყვნენ და მალე აპირებდნენ დაქორწინებას. გოგონა მისი და უცნობი მამაკაცის ურთიერთობის ამსახველ ფოტოებს ხშირად ავრცელებდა სოციალურ ქსელში, თუმცა როგორც ირკვევა, “წყვილი” ერთმანეთს არასოდეს შეხვედრია.
ჯილმა შექმნა ფიქციური ურთიერთობა გრემთან, იგი მამაკაცის ნამდვილ ფოტოებს ფოტოშოფში ამუშავებდა და ასე იტყუებოდა ოთხი წლის მანძილზე. იმდენად იდეალურად გამოიყურებოდა წყვილის ურთიერთობა, ჯილის მეგობრებს ეჭვი გაუჩნდათ, რადგან ცხოვრებაში არასოდეს ჰყავდათ ნანახი გრემი. ყოველ ჯერზე, როდესაც ჯილს საქმრო უნდა გაეცნო მეგობრებისთვის, აღმოჩნდებოდა, რომ ბოლო წუთს სასწრაფო შეხვედრა “გამოხტა”, ან ჯანმრთელობის პრობლემა წარმოიშვა. ამის გამო, მეგობრებმა გადაწყვიტეს, თავად გაერკვიათ, რა ხდებოდა.
ჯილის მეგობრებმა საქმის გამოძიება დაიწყეს და აღმოაჩინეს, რომ გოგონა არასოდეს შეხვედრია გრემს. გრემს საცოლე ჰყავს – მერიენი, რომელთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ჯილი ფოტოშოპში ამუშავებდა და მასში საკუთარ თავს სვამდა, ან პირიქით. გრემი და მერიენი პოლიციას დაუკავშირდნენ, ჯილს “ტვიტერის” ექაუნთი გაუუქმეს და გააფრთხილეს, რომ წყვილის ცხოვრებაში აღარასოდეს ჩარეულიყო.