ლისის ტბის ტერიტორიაზე ქართველი ოლიმპიელებისთვის გამართულ, ღონისძიებაზე პატარა გოგონა თავისი საქციელით ყურადღების ცენტრში მოექცა. მაშინ,როცა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სიტყვის სათქმელად სცენასთან გავიდა, მოულოდნელად პრემიერ-მინისტრთან პატარა გოგონამ მიირბინა, ხეჩიკაშვილისთვის განკუთვნილ სკამზე მოკალათდა და პრემიერ-მინისტრს გაესაუბრა. როგორც გაირკვა, გოგონა ტბაზე ბაბუას სასეირნოდ ჰყავდა გამოყვანილი.
წყარო: ambebi.ge