გოგონამ შეყვარებული წამებით მოკლა, შემდეგ კი ალიბისთვის სოციალურ ქსელში სასიყვარულო სტატუსი მიუძღვნა
20 წლის ზოი უორენმა თავის მეგობართან 19 წლის კეირან ადემთან ერთად საკუთარი შეყვარებული, 29 წლის მარკ შოუ სასტიკად მოკლა. იმისათვის, რომ მასზე ეჭვი არ მიეტანათ, გოგონამ სოციალურ ქსელში გრძნობებით აღსავსე, სენტიმენტალური სტატუსი დაუწერა გარდაცვლილს.
მარკ შოუ მკვლელობამდე სასტიკად აწამეს, ხოლო შემდეგ გვამი საკუთარ საწოლში მოათავსეს. ექსპერტიზის შეგდეგად გაირკვა, რომ გარდაცვლილს მთელს სხეულზე 86 სხვადასხვა ზომისა და სიმძლავრის დაზიანება ჰქონდა მიღებული, მათ შორის დასერილი იყო სასქესო ორგანო.
ამის შემდეგ ზოი მშვიდად დაბრუნდა სახლში, ხოლო როცა შეყვარებულის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, შოკირებული და ტრავმირებული მგლოვიარე ქალის როლი გაითამაშა, რის შემდეგაც სტატუსი გამოაქვეყნა, თუ როგორი უბედური იყო საყვარელი მამაკაცის დაკარგვით. ტექსტი ასე ჟღერდა:
„მიყვარხარ ძალიან, შენ იყავი ყველაზე ახლო ადამიანი, მეგობარი, სულიერი ახლობელი ჩემთვის. თავი კოშმარულ სიზმარში მგონია და იმედი მაქვს გამოღვიძების, რის შემდეგაც შენ ისევ ცოცხალი იქნები“.
გამოძიების მსვლელობისას პოლიციისთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილს თავის შეყვარებულთან და მათ საერთო მეგობართან ფულის გამო კონფლიქტი მოუვიდა. როგორც გაირკვა, დამნაშავეებმა მარკის კუთვნილი სოლიდური თანხა ნარკოტიკებში დახარჯეს. მათი დაკავების შემდეგ ორივე ეჭვმიტანილი ერთმანეთს აბრალებდა მარკის მკვლელობას. საბოლოოდ ვერ გაირკვა, რომელმა მათგანმა მიაყენა გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა, ამიტომ ისინი ერთობლივად ჩადენილი მკვლელობისთვის გასამართლდებიან.
წყარო:http://droni.ge/?m=9&AID=36158