“გოგოები მიუსხდნენ და ტურისტს სასმელში 1230 ლარი გადაახდევინეს” – რა მოხდა „ქალაქურ კლუბში“

მიზანმიმართული თაღლითობა, უნებლიე შეცდომა თუ რეალური საფასური… ძალიან ხშირად გვესმის რომ ღამის კლუბებში თუ ბარებში ტურისტებს სასმელში 5-ჯერ და 10-ჯერ მეტს საფასურს ახდევინებენ.

ქართული სტუმარ-მასპინძლობით გაწბილებულ ტურისტებსა თუ მათ ახლობლებს კი ისღა დარჩენიათ სოციალურ ქსელში უკმაყოფილების გამოხატვით შემოიფარგლონ.

ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა წუხელ, 00:56 საათზე „ქალაქურ კლუბში“ მოხდა. ოთხ ჭიქა სასმელში გადახდილ 1230 ლარის ჩეკს კი სოციალურ ქსელში გიორგი შენგელია აქვეყნებს.

„მეგობარს გაუჩალიჩეს, ტურისტს…

შევიდა სადღაც (იხ. სურათზე სახელი) ვიღაც გოგოები მიუსხდნენ, გაეპრანჭნენ, შეუკვეთეს სასმელი, ეს ყველაფერი მოხდა 5-10 წუთში, ძაან სწრაფად – ეს ჯერ ისე ელაპარაკებოდა, გამარჯობას ეუბნებოდა – ისენიც ენას ითრევდნენ, გამოიყურებოდნენ მის თვალში ნორმალურ გოგოებად.

შეუკვეთეს სულ 4 ჭიქა რაღაც, მერე ამას რაღაც არ გაუსწორდა და ანგარიში მოითხოვა და მოუტანეს ეს ანგარიში (1230 ლარი!! )

ამან რო ამოიღო ხმა – ეგრევე იქ გაჩნდა დაცვა და გაქრნენ გოგოები.

ძაან დაღლილმა და გარშემო ისე ალყაშმორტყმულმა რომ გასაგები იყო რომ გააცურეს, „მამენტ“ შემეშინდა კიდეცო, გადაიხადა და წამოვიდა.

კი – ყველგან ხდება, და არა – ვაფშე არ ასწორებს და თვალებს რაც მეტს დავხუჭავთ – მეტი მოხდება ასე და მეტი ტურისტი დაგვიკიდებს ყ**ზე.

ხოდა რა შეიძლება გავაკეთო? – ხო მომხდარა ასეთები, არსებობს ეს ჩეკი და არსებობს საბანკო ამონაწერი

ერთი კითხვა, შპს ქალაქური კლუბი შ** ხო არ გაქვთ? მერამდენედ „იბიომატ“?“,- წერს გიორგი შენგელია და ჩეკს აქვეყნებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები