პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გოგი წულაიას ჩაფიძის სახელობის კლინიკაში გულის სარქველის სტენტირების ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
“თქვენთვის გვაქვს ძალიან პოზიტიური და სასიხარულო ინფორმაცია – ბატონი გოგის ოპერაცია წარმატებით, ზედმეტი გართულების გარეშე დასრულდა.
მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის”, – ნათქვამია გოგი წულაიას Facebook–გვერდის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.