“გოგიჩა” ავადმყოფობაზე: პირველი ქიმიის მერე მითხრეს, გვითხარი, ცხრა წუთში როგორ იქნებიო (ვიდეო)

“როდესაც პირველი ქიმია გამიკეთეს, ექიმები მადგნენ თავზე და მითხრეს, გვითხარი ცხრა წუთში, როგორ იქნებიო. გავიდა ეს ცხრა წუთი და რომ მკითხეს, ვუთხარი კარგად ვარ-მეთქი. ამის შემდეგ ჩვეულებრივად გადავიტანე ყველაფერი. მე იქ ცუდად გავხდი, მაგრამ რომ მეთქვა – ვაიმე, ეს რა საშინელებაა, ცუდად ვიქნებოდი”, – ამის შესახებ გიორგი გოგიჩაიშვილმა, ,,გოგიჩამ”, ,,ნანუკას შოუში” ბოლო ვიზიტისას განაცხადა.

“გოგიჩა” ნანუკას შოუში თავის ქალიშვილთან, ნანუკასთან ერთად იყო. მან ოჯახზე, მამაშვილობასა და ურთიერთობებზე ისაუბრა.

მსახიობი და ტელეწამყვანი, გიორგი გოგიჩაიშვილი დღეს გარდაიცვალა.

კომენტარები

სხვა სიახლეები