გოგა ჩანადირი – 10 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელიც ფეისბუქზე შემხვდა

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
10 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელიც კი ფეისბუქზე წელიწადნახევრიანი ყოფნის მანძილზე შემხვდა
1. გვერდში დგომა – გვერდით დგომა
2. დილა მშვიდობის, საღამო მშვიდობის – ბოლოში “ა” აუცილებელია.
3. არაფერს – არაფრის
4. ლიმნის – ლიმონის
5. თქვენთაგანი, ჩვენთაგანი – უნდა იყოს თქვენგანი, ჩვენგანი
6. ვინები – ვინ
7. განვმეორდები – გავიმეორებ
8. მადლობა, მადლობთ – გმადლობ, გმადლობთ
9. ცნობადი – უნდა იყოს ცნობილი, შესაძლებელია ნაცნობი
10. გაყიდვაშია – იყიდება
ცხადია, არის სხვა შეცდომებიც: ბოდიშით, განთავისუფლებული, კარებები და ასე შემდეგ…

კომენტარები

სხვა სიახლეები