დედაქალაქში მომხდარ სტიქიას ფოტოხელოვანი სოციალური სქელით ეხმაურება. გოგა ჩანადრი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
„ღამით ჩამოვედი თბილისში. უკვე ვიცოდი, რა დატრიალდა ჩვენს დედაქალაქში, ვერეს ხეობაში 13-14 ივნისს. მიმძიმს ყველაფრის თქმა. ვწუხვარ გარდაცვლილი თანამემამულეების გამო. მათი სიცოცხლე ძალიან დააკლდება ჩვენს ქვეყანას. რა დასანანია, რომ ბუნებამ ამ ადამიანებს სიცოცხლით ტკბობა არ დააცადა. მტკივა ზოოპარკის ტრაგედია და მენანება ყველა დაღუპული ცხოველი. ისინიც, უსუსურად ემსხვერპლნენ ღვარცოფს. ვინ იცის, როგორ ბღაოდნენ სიკვდილის შიშითა და უიმედობით. მადლობას ვუხდი მედიას შესანიშნავი მუშაობისთვის. განსაკუთრებით რუსთავი-2-სა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს, პირველივე წუთებიდან რომ გვაწვდიდნენ ცნობებს. მათმა მუშაობამ ბევრის სიცოცხლეც კი გადაარჩინა. მადლობა მაშველებს თავდადებისთვის და მადლობა მოხალისეებს დაზარალებულების, ქალაქისა და სახელმწიფოს გვერდით დადგომისთვის, კომპანიებს შემოწირულობისთვის. დიახ, საქართველოს მოქალაქეებს თანადგომა შეუძლიათ და სწორედ ასეთი ერთსულოვნებით შევძლებთ, რომ ჩვენი თბილისი და ჩვენი საქართველო უკეთესი გავხადოთ. ჩვენ ეს შეგვიძლია“, – აღნიშნულია ფოტოხელოვანის ფეისბუქ-სტატუსში.
Next Post
სხვა სიახლეები