გოგა ჩანადირი: საქართველოში არავითარი ფასი არ აქვს 8 მარტს ვიდრე ქმრები (ასევე, ყოფილები) მათ ავიწროებენ და კლავენ

საქართველოში არავითარი ფასი არ აქვს 8 მარტს ვიდრე ქმრები (ასევე, ყოფილები) მათ ავიწროებენ და კლავენ,- ამის შესახებ ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს.
ჩანადირის თქმით, მას იმედი აქვს, რომ მოვა ის 8 მარტი, როცა მას ფასი ექნება.
“საქართველოში არავითარი ფასი არ აქვს 8 მარტს ვიდრე ქმრები (ასევე, ყოფილები) მათ ავიწროებენ და კლავენ.
არ აქვს ფასი 8 მარტს, ვიდრე ქალების პატივისცემა მხოლოდ სადღეგრძელოებში გამოიხატება.
რა ფასი აქვს 8 მარტს, თუკი ქალის შრომა გაცილებით იაფია მაშინაც კი, როცა კაცზე მეტს აკეთებს?
ქალები უცხოეთში მიდიან, წელზე ფეხს იდგამენ და ოჯახებს სარჩენ ფულს უგზავნიან. კაცები კი თამაშსა და დალევა-გაკეთება-მოწევაში ხარჯავენ და ასეთ დროს, რა აზრი აქვს 8 მარტს?
და მაინც, იმედი მაქვს, რომ მოვა დრო, როცა 8 მარტებს ფასი ექნება და ყოველი დღე ერთნაირად დაფასებული და დაცული იქნება არამხოლოდ კაცებისთვის, არამედ ქალებისთვისაც”,- წერს ჩანადირი.

კომენტარები

სხვა სიახლეები