გოგა ჩანადირი: დიდი მადლობა ეკა!

ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი  დასუფთავების სამსახურის თანამშრომელზე პოსტს აქვეყნებს და მადლობას უხდის:

“დიღომში, ძიუდოს აკადემიის მიმდებარე უბანს ასუფთავებს ეკა ონიანი.
დილის 7 საათზე გამოდის შინიდან. ცხელა, ცივა, წვიმს, არ აქვს მნიშვნელობა. დიღმელებს სუფთა უბანი უნდა დაახვედროს. მერე შინ გარბის, სადაც 9 და 6 წლის შვილები ელოდებიან. მათაც უნდა მიხედოს.
არიან ისეთი ადამიანები, ეკასა და მისი კოლეგების შრომას პატივს რომ არ სცემენ. ავტობუსის ბილეთს, სიგარეტის ნამწვს, შოკოლადის ქაღალდებსა თუ სხვა ნარჩენს ძირს ყრიან.
არადა, თბილისში ნაგვის ყუთები ნამდვილად არ ჭირს.
ვიდრე ნარჩენების ძირს დაყრას გადავწყვეტთ, გავიხსენოთ ეკა და მისი კოლეგები, დილაადრიან სახლიდან რომ გამორბიან და შვილებს ტოვებენ, რათა ჩვენი უბნები სუფთა იყოს.
დიდი მადლობა, ეკა!
#ჩავყაროთნაგავი”-წერს გოგა ჩანადირი.

კომენტარები

სხვა სიახლეები