გოგა ჩანადირი: არ გინდათ სიმშვიდე?

ენმ-ს ოფისში ნიკა მელიას დაკავების ფაქტს გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ეხმაურება. ბლოგერი, მიმდინარე მოვლენებს იაფფასიან პოლიტიკურ წარმოდგენას უწოდებს:

“პირადად მე ძალიან დამღალა იაფფასიანმა პოლიტიკურმა წარმოდგენებმა.
თან, ეს ყველაფერი უგემოვნო და რაც მთავარია, უსარგებლოა.
ძალიან დამღალა ერთი და იგივე ადგილის ტკეპნამ და ჩაკეტილ წრეზე სიარულმა.
ძალიან დამღალა გაუთავებელმა ძიძგილაობამ, დაძაბულობამ და ვითარების განგებ დრამატიზებამ.
არ გინდათ სიმშვიდე?
არ გინდათ სამართლიანობა?
არ გინდათ ქვეყნის განვითარება?
არ გინდათ უკეთესი ცხოვრება?”, – წერს გოგა ჩანადირი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები