გოგა ჩანადირი ავტობუსის ზოლის წარწერას ქართულ ენაზე ითხოვს – “ფეხებზე რატომ გვკიდია ჩვენი დამწერლობა?”

ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი ასფალტზე ავტობუსის ზოლის წარწერას ქართულ ენაზე ითხოვს. ამის შესახებ ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს:

„აი, რატომ? – მგონი, მე ვიყავი ერთადერთი, ჭავჭავაძის გამზირის აღდგენაზე რამეს აუგად რომ არ ვამბობდი, გახანგრძლივებული სამუშაო პროცესის მიუხედავად.

ყველაფერში კარგს ვეძებ, მაგრამ სახელმწიფო ენის უგულებელყოფას ვერ წავუყრუებ.
აი, რატომ არ ვწერთ ავტობუსს ქართულად? ფეხებზე რატომ გვკიდია ჩვენი დამწერლობა?

ყველა ენაზე ეწეროს, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს ქართულად. შემირცხვენიხართ ყველა – თქვენ, თბილისისი მერიის პასუხისმგებელო პირებო და ისინი, რომლებიც ამაზე თვალს ხუჭავთ.
დააწერეთ ქართულად!!!“, – წერს გოგა ჩანადირი.

კომენტარები

სხვა სიახლეები