გლეხის განათლებაზე მოსაუბრე დავით ჭიჭინაძე, პარლამენტარი ისე გახდა, დიპლომი არ ჰქონია (ფოტო)

“სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა რა, დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში”, – სხვის განათლებაზე მოსაუბრე პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე, პარლამენტარი ისე გახდა, თავად დიპლომი არ ჰქონია.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული. გრაფაში „განათლება“, მითითებულია: „საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, დაუმთავრებელი“. საქმე ეხება მე-5 მოწვევის პარლამენტს, გამოდის რომ ჭიჭინაძე პარლამენტარი ისე გახდა, მას დიპლომი არ ჰქონია.
ზემოთ აღნიშნული სიტყვებით დავით ჭიჭინაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანოშვილის იმ განცხადებას უპასუხა, სადაც ხანოშვილი ამბობდა, რომ „გლეხს უნდა ვასწავლოთ, როგორ ებრძოლოს მავნებელს“.
პარლამენტში, გარემოსა და სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობდა, სადაც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე მსჯელობდნენ. სხდომაზე ითქვა, რომ მოუვლელი ბაღები ფაროსანას გავრცელებას უწყობს ხელს. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის, წელს 50 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
რაც შეეხება მეცხრე მოწვევის პარლამენტს, დეპუტატის გრაფაში იკითხება: საგანმანათლებლო დაწესებულება: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სპეციალობა: სამდინარო ნაგებობების ჰიდროტექნიკური მშენებლობა.

კომენტარები

სხვა სიახლეები