გლდანში, “ახმეტელის თეატრის” მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი არასრულწლოვანი გიორგი ფალელაშვილია. ის ორი დღის წინ სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გამვლელმა დაჭრა, რის შემდეგაც დაშავებული მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. არასრულწლოვანი ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია და მას პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი სჭირდება. დახმარების სურვილის შემთხვევაში სისხლის ჩაბარება ქავთარაძის სისხლის ბანკშია შესაძლებელი, გიორგი ფალელაშვილის სახელზე.