“გლ­და­ნი თბი­ლი­სი არა­აო, ეგ არ უთ­ქვამს”-ინგა გრი­გო­ლია კახა კა­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კას ეხ­მი­ა­ნე­ბა

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ინგა გრი­გო­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დე­და­ქა­ლა­ქის მერ­თან, კახა კა­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კას ეხ­მი­ა­ნე­ბა. კა­ლა­ძე კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი მას შემ­დეგ გახ­და, რაც მის მიერ ნათ­ქვა­მი შემ­დე­გი ფრა­ზა გავ­რცელ­და – “გლ­დან­ში ვცხოვ­რობ­დი იმი­ტომ, რომ ბინა არ გვქონ­და თბი­ლის­ში.”

“ნუ შე­მო­მი­ვარ­დე­ბით და ნუ და­მი­წყებთ პო­ლი­ტი­კუ­რი ქვე­ტექ­სტე­ბის ძებ­ნას ამ სტა­ტუს­ში. ძა­ლი­ან გა­მა­ღი­ზი­ა­ნა კა­ლა­ძე­ზე და გლ­დან­ზე ატე­ხილ­მა ამ­ბავ­მა და მო­მინ­და და­მე­წე­რა….

ახლა რომ აი­წია ერთი ამ­ბა­ვი და ვნე­ბა­თა­ღელ­ვა, მარ­თლა არ ჰქონ­და თბი­ლის­ში ბინა კა­ხის, მარ­თლა გლ­დან­ში ცხოვ­რობ­და, მგო­ნი მა­მი­დას­თან, მარ­თლა ძა­ლი­ან უჭირ­და, რამ­დე­ნა­დაც ვიცი და არა­ფე­რი ტყუ­ი­ლი არ უთ­ქვამს….

პლუს – გლ­და­ნი თბი­ლი­სი არა­აო, ეგ არ უთ­ქვამს. ობი­ექ­ტუ­რი­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კრი­ტი­კი­სას. ნუ დავ­კარ­გავთ.

წლე­ბის წინ ყვე­ლა­ნი რომ ვა­მა­ყობ­დით მისი სა­ფეხ­ბურ­თო წარ­მა­ტე­ბე­ბით, ეგეც მისი შრო­მის შე­დე­გი იყო იმ ნა­თე­სა­ვის სახ­ლი­დან, გლ­და­ნი­დან და­დი­ო­და სა­ვარ­ჯი­შოდ.

ხოდა, რა უბე­დუ­რე­ბაა ეს გლ­და­ნი თბი­ლი­სი არა­ას აგო­რე­ბა, თან როცა არ უთ­ქვამს.

P.s – “ოც­ნე­ბის” და­ვა­ლე­ბით არ ვწერ სტა­ტუსს, ჩემი პი­რა­დი სათ­ქმე­ლია ამ “გლ­და­ნის აურ­ზა­ურ­ში.” – წერს ინგა გრი­გო­ლია.

კომენტარები

სხვა სიახლეები