გლახად შევიქმენი შაქარი ახტა-დახტა – რატომ მოხვდა ნათია ფანჯიკიძე ჰოსპიტალში

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„გუშინ ქუჩაში შევიქმენი გლახად, როგორც ჰოსპიტალში დაადგინეს, შაქარი ახტა-დახტა. დაბნელდა ისე კარგად, არხეინად. ამ უდრტვინველობაში ალასამ ამიშალა ცოტა ნერვები, არაადეკვატურად შეეშინდა. რა განერვიულებდა, მე ვუთხარი, ხომ უნდა დაფიქრდე, მაქსიმუმ მოვმკვდარიყავი, მეტი ხომ ვერაფერი დამემართებოდა-თქო. ა, ხო, ახლა დავფიქრდიო, მოეშვა გულზე. ხოდა გამოვახილე თვალი, ანგელოზების პირველი პარტია ენთუზიაზმით სავსეები, მაგრამ არაკვალიფიციურები იყვნენ, ყველა გამვლელ-გამომვლელი არაკომპეტენტურად მიშლიდა ხელს ძილში, ზოგი ბანანს მჩრიდა ჭამეო, ზოგი პულსს მისინჯავდა. იმდენი პროდუქტი შევაგროვე, ვიფიქრე, არ ეგონოთ კარგად ვარ და უკან არ წამართვან-თქო და დავიხუჭე თავიდან. ვიხილები და მოვდივარ-თქო, მეორედ რომ დავიძახე და გამოვიხილე, ოი, ღმერთებო, ეს ამად ღირდა… ჟანგბადის ნიღაბი მადევს ცხვირზე და … დამტრიალებენ თავს ადონისები. მუსულმანების სამოთხეში მეგონა თავი, 72 ვაჟწული მეხვეოდა, 71 ნიუ იორკელი მეხანძრე და 72-ე თავად ალასა. 72-ვე იმისთანები იყვნენ, ავ თვალს არ ენახვებოდნენ. თქვენ გენაცვალეთ-მეთქი, გავიფიქრე და ამდენი მშვენიერების ხილვისგან თავიდან გავხდი გლახად. მესამედ სასწრაფოს ექიმებმა დამასტუკეს. ახლა კი ვარ ვარდივით“,- წერს ფანჯიკიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები