გიურზამ მამაკაცს შარდვის დროს უკბინა – ფერმერს შესაძლოა პენისი მოაჭრან

საზარელი შემთხვევა ინდოეთში მოხდა. ინდოელი ფერმერი შარდვის დროს აგონიაში ჩავარდა, როდესაც ის გიურზამ დაგესლა. შხამიანმა გველმა მამაკაცს სასქესო ორგანოზე უკბინა. 46 წლის მამაკაცი მტანჯველი ტკივილებით საავადმყოფოში დაგვიანებით გადაიყვანეს, ვინაიდან სასწრაფო დახმარება შემთხვევის ადგილზე 3 საათიანი დაგვიანებით მივიდა.
ექიმების განცხადებით, ტოქსიკურმა შხამმა რეაქცია წამებშივე დაიწყო, რის გამოც დაზარალებულს სისხლის შედედება და სასქესო ორგანოს დასიება დაეწყო. ნაკბენზე მას სითხით სავსე ბუშტუკები გაუჩნდა. მედიკოსები ამბობენ, რომ შხამი სისხლთან რეაციაში იმდენად სწრაფად შევიდა, რომ ნაკბენი ჩვეულებრივ შხამიან გველს არ განეკუთვნება. ამიტომაც პაციენტს, კობრის შხამის საწინააღმდეგო შრატი გაუკეთეს.
მკურნალობიდან სამი დღის შემდეგ, დაკბენილი მამაკაცი სახლში გაწერეს. სასქესო ორგანოზე შეშუპებამ ჩაცხრობა იწყო, თუმცა შხამიანი გიურზასგან მიყენებული ჭრილობები ბოლომდე არ შეხორცდა. დაგვიანებული მკურნალობის შემდეგ, შხამისა და მისი საწინააღმდეგო შრატის ურთიერთქმედებამ ნეკროზი გამოიწვია – დაზიანებული ქსოვილი ნელ-ნელა ლპობას იწყებს. ექიმები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მამაკაცს სასქესო ორგანოს ამპუტირება მოუწიოს.

2C254AA200000578-3229179-image-a-22_1441883631617

კომენტარები

სხვა სიახლეები