გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილს კიევში სახლს უშენებს (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია შვილს კიევში სახლს უშენებს.
“მე მიხეილ სააკაშვილის დედა ვარ, გიული ალასანია.
როდესაც ჩემმა შვილმა აქ, კიევში დასახლება გადაწყვიტა, პირველ რიგში ვიფიქრე, რომ მას საცხოვრებელი ადგილი დასჭირდებოდა. აქ ხშირად ჩამოვდივარ ხოლმე და არ მინდა, რომ ყოველ ჩამოსვლაზე სასტუმროებზე ვიფიქრო. ოჯახიც ხშირად იმყოფება აქ და იმედი მაქვს, ჩემი შვილიც მალე გადმოვა. ამიტომ, გადავწყვიტე მისთვის პატარა სახლი ავაშენო. ეს ძალიან მოკრძალებული სახლია, რაც კი შეიძლება, რომ იყოს. 62 კვ მ. თბილისში მშობლების სახლი გავყიდეთ, რომელიც გაცილებით დიდი იყო და ამ ფულის გარკვეული ნაწილი სწორედ ამ სახლის მშენებლობას მოხმარდება”.- აცხადებს გიული ალასანია.

კომენტარები

სხვა სიახლეები