საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას მისი დედა, გიული ალასანია ეხმაურება.
მისი განცხადებით, ამ მიზანმიმართული ქმედებით, სიტყვის თავისუფლების ჩახშობა ხდება.
“პროცედურები გამოაცხადეს, შეიკრიბება სასამართლო. ექსტრადირების საკითხზე მე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. სიტყვის თავისუფლება აღარ არსებობს”- აღნიშნა ალასანიამ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან, დილიდან სპეცრაზმია მობილიზებული.
სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა.
სააკაშვილი, სპეცდანიშნულების რაზმმა, საკუთარ სახლში დააკავა.
წყარო:http://alia.ge