„გირის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში როცა შევა, ისინი წყლის თოფით გაწუწავენ –„ვფიქრობდი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პარლამენტის შემოსასვლელში წყლის თოფით ხომ არ გავწუწოთ-მეთქი, თან ზაფხულია და გავერთობოდით“.
დღეს პარტიის ფეიბუქგვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, „გირჩის“ ლიდერები – სანდრო რაქვიაშვილი და ვახო მეგრელიშვილი პარლამენტის ფანჯრებთან „შეიარაღებულები“, წყლის თოფებით დგანან.