“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი: ბავშვების გაყიდვის უფლებას ვემხრობი

“გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა “ფეისბუქის” გადაცემა “თავისუფალ ბაზარში” განაცხადა, რომ ბავშვების გაყიდვას ემხრობა და ეს სწორი საქციელია. “მე მგონია, რომ ბავშვების გაყიდვა არის ძალიან სწორი ბავშვებისთვის. ანუ, ვინც აპირებს შვილის ყოლას, ხომ ნათელია, რომ ბავშვი იმას უნდა ჰყავდეს? როგორ შეიძლება ბავშვის გაყიდვის აკრძალვა? ბავშვების გაყიდვის უფლებას ვემხრობი, იმიტომ რომ ბუნებრივია, ბავშვი არის ისეთი საშუალება, არსება, რომელიც უნდა მოხვდეს ყველაზე მზრუნველი ადამიანის ხელში. ეს არის მთელი ჩვენი საზოგადოების ამოცანა. ზრდასრული ადამიანის ყიდვა იმიტომ არ უნდა შეიძლებოდეს, რომ ზრდასრული ადამიანი უკვე საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი. ბავშვს სჭირდება ადამიანი, მომვლელი, რომელიც იტვირთავს პასუხისმგებლობას. ადამიანი თავისუფალია ბუნებით, რომლის გაყიდვა არის შეუძლებელი ანუ ადამიანმა შეუძლებელია საკუთარი თავი მონად გაყიდოს, უბრალოდ, შეუძლებელია, ტყუილი კონტრაქტია. ბავშვი არ არის სრულფასოვანი ადამიანი, ბავშვი შეიძლება, გაყიდო, იმიტომ რომ ამ ბავშვს მოუარო 18-წლამდე ანუ მის სრულწლოვნებამდე”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები