გიორგი წერეთელი: მართალი ვარ თუ არა, ცოლი უნდა დამეთანხმოს

მომღერალი გიორგი წერეთელი ოჯახურ ურთიერთობებზე ჟურნალ “სარკესთან” საუბრობს: „ოჯახის მიმართ, ასე თუ ისე, კავკასიელი ვარ. ვთვლი, რომ ოჯახის თავი კაცი უნდა იყოს, ქალი კი არის ოჯახის ფუძე და ბალანსიც მან უნდა შეინარჩუნოს. კაცმა უნდა იშრომოს, იზრუნოს, ოჯახზე მეტი პასუხისმგებლობა აიღოს, გადაწყვეტილებები მიიღოს, მაგრამ ქალის სიმყუდროვე უნდა შექმნას და შეინარჩუნოს. ეს ლოლას გადასარევად გამოსდის“, – აღნიშნავს მომღერალი.
მისივე თქმით, რთული ხასიათი აქვს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ერთხელ რომ იტყვის, მეუღლე უნდა დაეთანხმოს.
„ლოლასთვის ადვილი არაა ის ფაქტი, რომ რთული ვარ. რაღაცაზე ერთხელ რომ ვიტყვი, ასე უნდა იყოს-მეთქი, მართალი ვარ თუ არა, უნდა დამეთანხმოს. ზოგჯერ ლაპარაკი არ მინდა და ამ დროს ლოლა არ უნდა მელაპარაკოს. ადამიანი უნდა ხვდებოდეს, მეუღლისგან, ან შეყვარებულისგან რა სურს. მე ვიცი, რა მინდა ჩემი ცოლისგან. დილით როცა ვიღვიძებ და თვალებს ვახელ, მინდა ჩემი ცოლი დავინახო და მან ეს იცის. ეს ჩემთვის ბედნიერებაა“, – აღნიშნავს გიორგი წერეთელი „სარკესთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

სხვა სიახლეები