გიორგი შერმადინი 2020 წლის ესპანეთის ლიგის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს

პოპულარული ესპანური საკალათბურთო ჟურნალი – „გიგანტეს“ ყოველწლიურად ავლენს ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესოებს სხვადასხვა ნომინაციაში.

ამ ჟურნალის დაჯილდოება წელს 33-ედ ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ შერმადინი გასული 2020 წლის ესპანეთის ლიგის საუკეთესო მოთამაშედ თავად ამ ლიგის ხელმძღვანელობამ დაასახელა. მიმდინარე სეზონში შერმადინი საშუალოდ 24.38 წუთს თამაშობს, 17.3 ქულას, 5.8 მოხსნას, 2.4 პასსა და 1 ჩაჭრას აგროვებს. ასეთმა შედეგიანობამ შერმადინს მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ მოუტნა თვის (ოქტომბერი, იანვარი) MVP-ის ტიტული.

კომენტარები

სხვა სიახლეები