მომღერალი გიორგი ფუტკარაძე ვიტებსკში გამართული ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – „სლავური ბაზარი 2019 -ის“ პირველი პრემიის ლაურეატი გახდა და „სლავურ ბაზარზე” საქართველოს მონაწილეობის ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა.
გიორგი ფუტკარაძე საზოგადოებამ სატელევიზიო მუსიკალურ პროექტ “იქს ფაქტორზე” მონაწილეობის შემდეგ გაიცნო.