რეალითიშოუ “პრაიმჰაუსის” ერთ-ერთი მონაწილე კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გიორგი ნაზღაიძე ოტორინოლარინოლოგთან შევიდა.
“კლინიკაში გიორგი ნაზღაიძე მოიყვანეს. ის ოტორინოლარინოლოგთან შევიდა, ყელი სტკიოდა. საავადმყოფოში თქვეს, რომ სერიოზული არაფერია და მას ფარინგიტის გამწვავება აღენიშნება.” – ამბობს კლინიკაში მყოფი პირი, რომელიც “პრაიმტაიმს” დაუკავშირდა.
ეს ინფორმაცია “პრაიმჰაუსის” პროდიუსერთან გიორგი ხაბურზანიასთან გადავამოწმეთ, რომელმაც განაცხადა, რომ დღეს, გიორგი ნაზღაიძე მართლაც იმყოფებოდა საავადმყოფოში, თუმცა დეტალები არ დააკონკრეტა.
“კი, საავადმყოფოში იყო, live-ს დაელოდეთ და გაიგეთ, რა მოხდა…” – განაცხადა პროდიუსერმა.
წყარო: https://primetime.ge