საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ბრაზილიაში გამგზავრებულ ქართველ ოლიმპიელებს სოლიდარობას უცხადებენ. სოციალურ ქსელში გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას ფოტოები ვრცელდება, სადაც მათ „სამოსელი პირველის“ მიერ შეკერილი ოლიმპიური სამოსი აცვიათ.