გიორგი მამაცაშვილი: არ ვაპირებ ენის მოჩლექით საუბარს შენთან!

ჩემდა საბედნიეროდ, პირადად არ გიცნობ.

ყოველდღე თუ არა, საკმაოდ ხშირად ვრწმუნდები, რომ – ჩემდა საბედნიეროდ!

პოლიტიკური ნაგავი ხარ და იმიტომ!

„წყლის ჭავლი რა მოსატანიაო“, – ამბობ და მართალიც ხარ.

წყლის ჭავლი რა მოსატანია, როცა თავად შენ და შენმა უკვე ყოფილმა, მაგრამ ძალადობრივმა ხელისუფლებამ ტყვიების, წამების, დარბევების, სისხლში ჩახშობისა და სადიზმის მეთოდებით მოაღწიეთ დღემდე.

მართალი ხარ, იუზგარ.

„ეს აღარ არის მედიასთან ურთიერთობაო“, – „იმედის“ ჟურნალისტის, რუსა შელიას მიმართ საკუთარ ბინძურ გამოხდომაზე ასეთი სიბრიყვე თქვი.

ამაშიც მართალი ხარ, იუზგარ.

მედიასთან ურთიერთობა ის იყო, რასაც თქვენი მეფობის ჟამს ვხედავდით.

დახურული გადაცემები, ნაცემი ჟურნალისტები, არცთუ იშვიათად (მით უფრო – შვიდი ნოემბრის შემდეგ!) ნაყიდი(!) ჟურნალისტები, გამომცემლობა „სამშობლოდან“ იარაღით და ცემით გამოყრილი ასობით რედაქცია, ასეულობით ჟურნალისტი, მხცოვანი კოლეგები და შენი მონის – ვან ბაიბურთის ძის – გრიშას საქმენი საგმირონი! „იმედის“ დარბევა, ტელევიზიების დახურვა… უნამუსოს თავზე აფურთხებდნენ და რა ჟუჟუნა წვიმა მოდისო… ასეა შენი საქმეც… მედიასთან ურთიერთობაზე რომ ხმას ამოიღებ, უკვე მაშინ ხდები სასაცილო.

„ნერვები მაქვს მოშლილიო“, – ამბობ…

ბოდიში, შენი ფანტაზიების დაკმაყოფილება რომ ვერ შეძლო პოლიციამ და სისხლზე დაგეშილები სისხლითვე რომ ვერ გამოგაძღოთ!

აკი, ეს იყო თქვენი მიზანიც…

„სააკაშვილს მუშტიო“ – იკვეხნიდი და კარგად გვახსოვს, ჩასვრილი ბავშვივით რომ ედექი გვერდში იმ მანიაკს თქვენი ბოლო, საჯარო შეხვედრისას!

„თაღლითმა და მომპარავმა ერთხელ თუ მოიპარა, მეორეჯერ ვერ ანდობ იმავეს გაკეთებას“, – ესეც შენი ფრაზაა.

და აქაც მართალი ხარ.

აკი, აღარც განდო ხალხმა ქვეყნის მესაჭის პასუხისმგებლობა და რაც მოგიპარავს, შეირგე, თუ გიგა გწამს, თორემ ნორმალური ხელისუფლების პირობებში, რაც გამომცემლობა „სამშობლოში“ ჩაიდინეს შენი მითითებით, ის სასჯელი გეყოფა 2030-მდე მხოლოდ.

დაოკდი, იუზგარ, დაოკდი!

„ენის მოჩლექით ლაპარაკი არ შეიძლება ქურდთან და ყაჩაღთან“, – ამბობ და მეც მანდ ვარ.

ამიტომაც არ გესაუბრებით ენის მოჩლექით და პირდაპირ ვამბობ ჩემს სათქმელს:

გვახსოვს! გვახსოვს შენი და თქვენი სისხლისმსმელი თანამოაზრეებისა და თანამზრახველების მიერ ჩადენილი დანაშაულები და ამიტომაც არ ვაპირებ ენის მოჩლექით საუბარს!

თქვენგან მოპარულ ახალგაზრდობას და დაკარგულ წლებს ვინ ჩივის, – სიცოცხლე წაართვით ათასობით თანამოქალაქეს და ამიტომაც ხართ პოლიტიკური ნაგვები!

„ჩვენი პროტესტი არის მტკიცე“… ესეც შენია…

ეგ თქვენი მტკიცე გაიკეთეთ უკან!

სხვა და ბევრ უტაქტობაზე აღარ შევჩერდები.

არც პატარკაციშვილთან შენს უღირს ქმედებებს გავიხსენებ.

უბრალოდ, ისევ ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ გეტყვი:

ბოდიში მოუხადეთ ქართველ ერს და თუ მართლა გსურთ განვლილ წლებზე პასუხისმგებლობის აღება, ეგებ გეყოთ სინდისი, ან ნამუსმა მცირედით მაინც შეგაწუხოთ და – თქვენი ძველი კოლეგების მსგავსად (მიხეილ მაჭავარიანის, – თუნდაც) განერიდეთ ქართულ პოლიტიკას.

სუნი დგება თქვენს გამო ამ პოლიტიკაში. სისხლის სუნი და თქვენი ჩასვრილი საქმეების სუნი!

გიგი უგულავა – შენ მოგმართავ და ავტომატურად ვგულისხმობ ძველ „ნაციონალურ მოძრაობას“ „ავ-საქები“ ანასხლეტებითა და დაგირჩული სტრატეგიებით…

პასუხისმგებლობის აღება დაღვრილ სისხლზე სხვანაირად ხდება (შენს მეგობარ ბაქრაძეს გადაეცი, ეთერ-ეთერ რომ დადის და „პასუხისმგებლობას ვგრძნობო“, – რომ გვმოძღვრავს დღემუდამ!) და ერთიცაა: ფრთხილად, იუზგარ! ხალხმა სხვანაირი გაბრაზება იცის! ისეთი არა, 2003 წელს რომ მოგელანდათ. მართლა გაბრაზებული ხალხი არ გინახავთ, გატყობ!

P. S.
ჟურნალისტებთან ცოტა დაოკდი!

ყველა გიორგი კაპანაძე და ალისტრახო არ(!) იქნება.

და იცოდე, ვის როგორ ესაუბრო.

თავი კიტრად ნუ მოგაქვს.

დიდი-დიდი, სააკაშვილ-ალასანია-მერაბიშვილ-ბოკერია-ადეიშვილს გაუგორო კოჭი.

წყარო :reportiori.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები