გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს

21 ივნისს ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე ნუცა გუნცაძე დღეს დილით თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.
“პირველი ეტაპისთვის საჭირო თანხა შეგროვდა და დღეს 13:00 საათზე გიო და ნუცა გაფრინდნენ თურქეთში, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ეტაპია და შემდეგი ყველაზე მძიმე ეტაპისთვის, რაც უშუალოდ მკურნალობას გულისხმობს, საჭიროა საკმაოდ დიდი თანხა. ყველაზე მეტად ახლა უნდა გავაქტიურდეთ და დავდგეთ მათ გვერდით!!! დიდი მადლობა ყველა გვერდში მდგომს! საქართველოს ბანკი ანგარიშის ნომერი : GE68BG0000000733092800 მიმღები: დავით ლომინაძე ან დარეკეთ ნომერზე 0901701140 ზარის ღირებულება 1 ლარი“, – წერს დაშავებულების ერთ-ერთი მეგობარი.
21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის, მათ შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი, მისი მეუღლე ანანო ბუაძე კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

სხვა სიახლეები