“მძულს სამყარო, სადაც მამაკაცები საკუთარ ცოლებს ისე აცმევენ, როგორც მეძავებს და აძლევენ უფლებას ურცხვად გამოაჩინონ სხეული. სამყარო, სადაც ქალებს არ უნდათ ბავშვები, მამაკაცებს კი – ოჯახი. სამყარო, სადაც მამების მანქანებზე მომჯდარ ლაწირაკებს საკუთარი თავი ყველაზე წარმატებული ჰგონიათ, ისინი კი, ვისაც თუნდაც სულ მცირე ძალაუფლება აქვთ, ყველანაირად ცდილობენ, გაგრძნობინონ თავი არარაობად. სამყარო, სადაც ადამიანები ალკოჰოლით სავსე ჭიქით აცხადებენ, რომ ღმერთის სწამთ და სინამდვილეში წარმოდგენა არ აქვთ არც რწმენაზე, არც საკუთარ რელიგიაზე. სამყარო, სადაც ზრდილობა სირცხვილად ითვლება, რიდი კი – ნაკლად. სამყარო, სადაც ადამიანებმა დაივიწყეს სიყვარული და მხოლოდ ქორწინების საუკეთესო ვარიანტს ეძებენ. სამყარო, სადაც ახალგაზრდა მამაკაცები ღამის კლუბებში უგემოვნო მუსიკის ფონზე იგრიხებიან, ფლანგავენ მშობლების ფულს, ქალებისთვის კი, მხოლოდ საკუთარი ჯიბით ხდებიან საინტერესოები. სამყარო, სადაც შეუძლებელია გაარჩიო ერთმანეთისგან რა არის ქალის, რა მამაკაცის და ამას თავისუფალი არჩევანი ჰქვია. ის კი, ვისაც საკუთარი არჩევანი აქვს, აუცილებლად სხვა დესპოტებისგან იქნება გაკიცხული. მე უბრალოდ არ შემიძლია ამის მიღება! მე საკუთარი არჩევანი მაქვს!”, – კიანუ რივზი.