გიორგი კეკელიძე: ჩვენ, რეიტუზების თაობამ, ეს ტკივილი ცხადად ვიცით და ვცნობთ

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს და ბავშვობის მოგონებებზე საუბრობს.

“კანტის არ იყოს, ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში – საშინელი რეიტუზების შარვალს შიგნით და გატანებული ხაჭაპურების ჩანთაში, დიდ დასვენებაზე რომ უნდა მეჭამა. ამ ორი მონსტრიდან პირველს ვერაფერს ვუხერხებდი, თორემ მეორეს უკვე დაბარებულივით ელოდნენ ახლო შესახვევში მცხოვრები ძაღლები. ეს პირველი კიდევ, რაღა ჭიანჭველებით სავსე ბუდე ჩაგიცვამს და რაღა ეგ. ცალკე მისი დაუნდობელი რეზინი გიჭერს და ცალკე კიდევ ბრაზი ყელში, რადგან ზუსტად იცი, რომელიმე კლასელი აუცილებლად გეტყვის – აბა, შარვალი წამოიწიე! ამას რომ მოყვება, ის შეგრძნება ისეთი სასტიკია – ჩემი დიდი ბაბუა, ყაისარა უფრო ადვილად წამოიწევა ნატანების სასაფლაოდან, ვიდრე შარვალი. და შარვალი რჩება ადგილზე, რასაც ეგებება სიტყვები: “ფუ, რეიტუზი გაცვია!” თუმცა, ასე სჯობს დანახვას. ასე უფრო ადვილია. რადგან, როგორც ბიბლიაში წერია: “უკუეთუ არა ვიხილო, არასადა მრწმენეს”.

არის ბავშვობის ავი ამბები, რომელიც თითქოს მხოლოდ იქ რჩება – აბა, ახლა ვის აინტერსებს, რეიტუზი გაცვია შარვლის შიგნით თუ მართლა ჭიანჭველის ბუდე – იქ რჩება, მაგრამ იზრდები და მაინც გტკივა.

ჩვენ, რეიტუზების თაობამ, ეს ყველაზე ტკივილი ცხადად ვიცით და ვცნობთ,”- წერს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები