გიორგი კეკელიძე მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელის დედას დაეხმარება

ეროვნული ბიბილიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე  გურული დღიურების ფონდიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის, ლევან ზურაბაშვილის დედას დაეხმარება.

„ვნახე იმ გზააბნეული ბიჭის დედის ინტერვიუ და შევძრწუნდი. აი, იმის, ორი დღის წინ რომ მძევლები აიყვანა. ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო. აბა, ეს რას უშველის, არც არაფერს, მაგრამ გურული დღიურების ფონდში, რომელიც საგანმანათლებლოა, საახალწლოდ რომელიმე ყოფილი, შეჭირვებული პედაგოგისთვის მცირე ფინანსურ წახალისებას ვამზადებდით. ახლა გადავწყვიტეთ და მას დავეხმარებით”, – წერს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები