გიორგი ვარდოსანიძე: ბოდიში, რომ არ ვარ თქვენთან ერთად…

მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე საქართველოში არ იმყოფება. დაზარალებულებს ვერ ეხმარება, რის გამოც გული ძალიან სტკივა. ამის შესახებ მსახიობი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. „გამაგებინეთ, ამ დღეების მანძილზე თბილისში დატრიალებული ამბები. სამწუხაროდ, არ ვიმყოფები საქართველოში და აქედან მინდა, მწუხარება გამოვთქვა გარდაცვლილთა ოჯახების მიმართ. არც კი ვიცი, რა ვთქვა. ალბათ ეს ყველაზე დიდი მიზეზია, რომ ქალაქი და არა მარტო ქალაქი ერთ მუშტად შეიკრას და მივხედოთ თბილისს. კიდევ ერთხელ ვიზიარებ და ბოდიში, რომ არ ვარ თქვენთან ერთად. ჩამოსვლისთანავე შევუერთდები ყველა იმ საჭირო ღონისძიებას, რაც ტარდება ქალაქის გასასუფთავებლად“, –წერს ვარდოსანიძე.

წყარო: www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები