გიორგი გილიგაშვილი: „ჩემმა მზემ“ ჩემი სიტყვები არ არის

ეს „ჩემმა მზემ“ ჩემი სიტყვები არ არის, ჩვენი წინაპრების სიტყვებია და ქართველს ზრდილობა სისხლიში, ჯიშში აქვს, – ამის შესახებ გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში მსახიობი გიორგი გილიგაშვილი აცხადებს.

„ეს „ჩემმა მზემ“ ჩემი სიტყვები არ არის, ჩვენი წინაპრების სიტყვებია და ქართველს ზრდილობა სისხლში, ჯიშში აქვს. ბოლო საუკუნეების ნაგავი არის ის, რა სიბილწეც შემოვიდა ქართულ ზეპირსიტყვიერებაში, მით უმეტეს, საკუთარი სიწმინდის-დედის გინება, ეს არის სიკვდილი, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ძმებმა მითხრეს, რომ ცუდი სიტყვების ნაცვლად „ჩემმა მზემ“-ს ვიყენებთო.
მე ძალიან მახარებს ეს ყველაფერი და დიდება უფალს, თუ ეს ჩემი ბრალია, ღვთის წყალობით, მაგრამ არამგონია ეს ჩემი ბრალი იყოს, ეს მათი „ბრალია“ და დამსახურებაა, რომ ეს გაიგეს. მე არც მქონია ვინმეს სწავლა განსაზღვრული,მაგრამ თვითონ გაახსენდათ ეს ფრაზა, გაიხსენა ჩემმა ქალაქმა და ქვეყანამ“, – აღნიშნავს გიორგი გილიგაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები