პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ის ბულინგი და ზეწოლა, რაც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიაზე განხორციელდა.
“მე მინდა, ერთმნიშვნელოვნად ხაზი გავუსვა და მხარი დავუჭირო ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას. ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მასთან ეთერში მისვლა და აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა და ბულინგი, რომელსაც მასზე ახორციელებენ. მინდა, მადლობა გადავუხადო მწვავე დისკუსიისთვის, სადაც მე მქონდა საშუალება, ჩემი აზრი გამომეთქვა”, – განაცხადა გახარიამ.