გიორგი გახარია მარწყვებში (ფოტოები)

“ამ მარწყვის პლანტაციის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მცირე ინვესტიციითაც კი შესაძლებელია ძალიან მომგებიანი აგროწარმოების წამოწყება და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ყვარელში განაცხადა, სადაც მარწყვის მცირე პლანტაცია დაათვალიერა.

ნახევარ ჰექტარზე გაშენებული პლანტაცია, რომელიც 5 ათასი ლარის ინვესტიციით შეიქმნა, 1 800 კგ-მდე მოსავალს იძლევა, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მსგავსი წამოწყებებით შესაძლებელია ხარისხიანი ადგილობრივი წარმოების სურსათით ბაზრის მომარაგება და ამისთვის საჭიროა, მაქსიმალურად ბევრი ადამიანი დაინტერესდეს და ჩაერთოს სოფლის მეურნეობაში.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყნის სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში ძალიან დიდი როლი აქვს მცირე მეწარმეობის განვითარებასაც, რაშიც ფერმერებსა და მეწარმეებს სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება.

გიორგი გახარია ყვარელში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად იმყოფება, სადაც სოფლის მხარდამჭერი ანტიკრიზისულ გეგმის შესახებ ინფორმაციას ფერმერებს თავად აწვდის.

კომენტარები

სხვა სიახლეები