გიორგი გაბუნია ცირა კობიაშვილს – „ნუ ხარ უმადური“

„X-ფაქტორის“ მეორე „ლაივ-კონცერტის“ აუტსაიდერები დათოს ბიჭები და ცირა კობიაშვილი გახდნენ. მენტორებმა გადაწყვეტილება ცირას სასარგებლოდ მიიღეს და დათოს ბიჭებმა გუშინ პროექტი დატოვეს. თუმცა ცირა გაღიზიანებული და გაბრაზებული ჩანდა მომხდარის გამო, იმდენად, რომ ინტერვიუს დროსაც კი მისი მენტორი, გიორგი გაბუნია ამშვიდებდა.
„გიორგი გაბუნია:
– გიორგი, მას მერე, რაც ცირა აუტსაიდერებში დადგა, ელოდი, რომ ის დარჩებოდა პროექტში?
– ველოდი და გამართლდა ჩემი იმედი.
– ერთ-ერთი კონკურენტი ჩამოიშორე დათოს ბიჭების სახით, მაგრამ მთავარი კონკურენტები დარჩნენ, დათოს გოგოებს ვგულისხმობ. არაჩვეულებრივი კონკურენტები არიან, ახალ მენტორთანაც ძალიან მომწონს ეს გოგონები. მეორე კონცერტია, ძალიან ეფექტურად გამოდიან სცენაზე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩემი გოგოების პირდაპირი კონკურენტები არიან, მაინც მიხარია, რომ ისინი არიან პროექტში. რაც უფრო მაღალია კონკურენცია, მით მაღალია პროექტის ხარისხი. ცირასაც ეცოდინება, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს შემდეგ ტურზე.
ცირა კობიაშვილი:
– სულ ტყუილად მიტრიალია ჰაერში.
– გაბრაზებული ხარ, აუტსაიდერებში რომ მოხვდი?
– რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მხოლოდ სცენაზე დგომით და სიმღერით არ შემოვიფარგლო, ვცდილობ ვიცეკვო, დავდგა შოუ, დავიტვირთო ყველანაირად, ავფრინდე ჰაერში, ჩამოვფრინდე, მაგრამ თუ ადამიანებს ეს არ ესმით…
გიორგი გაბუნია:
– არ თქვა ეგ არასდროს, არ იყო უმადური. ბუნებრივია, არცერთი კონკურსანტი არ თვლის, რომ იმსახურებს აუტსაიდერობას, ამიტომ, ბუნებრივია, დღეს ცირას უკმაყოფილებაც. იმედია, მაყურებელი სწორად გაიგებს მის გაღიზიანებას“.

წყარო: http://primetimenews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები