-რას ნიშნავს შენთვის სიყვარული?
არაფერს, სიყვარული ეს არის სისულელე..აღარ მჯერა სიყვარულის
-და სექსი რას ნიშნავს შენთვის?
ყველაფერს!! სექსი ყველაფერიაა… სექსის გარეშე არ შეიძლება…როგორ შეიძლება იარსებო სექსის გარეშე?
-ყველაზე დიდი სისულელე რაც გაგიკეთებია და რისიც გრცხვენია?
ბავშობაში ჩავიფსი სკოლაში, ამი კი დღემდე მცხვნია, წინ ვიჯექი და როცა გამეპარა ჩემი ჩაფსმული დაფამდე მივიდა…
-კომპლექსი გაქვს?
კი უცხო ადამიანებთან ურთიერთობა… არ მიყვარს და ვერ ვიტან.. უცხო ადამიანებს და მათთან კონტაკტს
-ადამიანი რომელმაც შეგცვალა?
ჩემმა მშობლებმა შემცვალეს…
-რამ შეიძლება აგატიროს?
ქალის ტირილმა, საშინლად ვერ ვიტან როცა ქალი ტირის…
-რომ გიღალატონ?
არაუშავს ძალიან მტკივა ღალატი მაგრამ გადავიტან…
-ცხოვრების მთვარი იმედგაცრუება…
ღმერთი… ღმერთმა მე იმედი გამიცრუა..
– როგორი ხარ კამერების გარეშე?
ისეთი როგორიც მარტო მე ვიცი, სხვა ვერავინ გაიგებს