“გიორგი გაბუნია: – გიორგი, როგორ დაემშვიდობე მალიბუს? – დიდხანს ჩავეხუტე, ბევრი ვკოცნე, დავამშვიდე, ვუთხარი, რომ მისი სახელი ახლა უკვე ყველამ იცის და ეს, მართლაც, ასეა. მალიბუ არ უნდა წასულიყო პროექტიდან. ვინც „X- ფაქტორიდან“ გასაშვებია, არის ნიკა გვარამია. სწორედ მან გადაწყვიტა მალიბუს ბედი. დათოს ფაქტობრივად არც დაუტოვა სიტყვა. – ფიქრობ, რომ თავიდან მოიშორეს ძლიერი კონკურსანტი? – რა თქმა უნდა, შანსი მიეცათ და გამოიყენს. ძლიერი კონკურენტი მოიშორეს. მალიბუ გამარჯვების რეალური კანდიდატი იყო. შეუძლებელია, არ გაინტერესებდეს, როგორ გააგრძელებდა წინსვლას. ნიკამ მაყურებელს ეს ინტერესი მოუკლა“
წყარო: primetimenews