” X ფაქტორმა” სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა: “ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს! ალბათ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ მეორე სეზონის ჩაწერის დაწყებიდან დადიოდა ხმები იმაზე, რომ თამთასა და გიორგის შორის ხდება “რაღაც” თანამშრომლობაზე მეტი!
დღეს გაირკვა, რომ თამთას ბოლო ჩამოსვლისას საქართველოში, გიორგიმ მას ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო! ვცადეთ გაგვერკვია, როდის აპირებენ გიორგი და თამთა თავისი გადაწყვეტილების გაოფიციალურებას და რა ფორმით, მაგრამ წყვილი არავითარ კომენტარს ამაზე არ აკეთებს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ვულოცავთ და ძალიან გვიხარია.
სხვა სიახლეები