გიორგი გაბედავა: რატომ იტყუება NDI

უფლებადამცველი გიორგი გაბედავა NDI – ს კვლევის შედეგებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. გიორგი გაბედავა საზოგადოებას რიტორიკული კითხვით მიმართავს, თუ რატომ უნდა ენდო ამ კვლევის შედეგებს. იგი ახალი პროექტის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ აუცილებელია, შეიქმნას “ჟურნალისტიკის ეთიკის შემსწავლელი კომისია”.
უფლებადამცველს მიაჩნია, რომ მოქმედმა ჟურნალისტებმა ადვოკატებივით გამოცდები უნდა ჩააბარონ და ქულათა მაქსიმუმით უნდა გადაწყდეს, ვინ დარჩება მედიის სფეროში.
„NDI – ს კვლევები რომ იდება, შეიძლება ვინმემ აგვიხსნას, რატომ უნდა ვენდოთ? ვისაც ვიცნობ, არცერთი ადამიანი არ გამოუკითხავს NDI – ს… საინტერესო ის კი არ არის, რატომ იტყუება NDI, საინტერესოა, რატომ ენდობიან მედიასაშუალებები ამ “კვლევებს”, ან რატომ აპელირებენ ჟურნალისტები ამ “კვლევებით”. აი ეს არის საინტერესო, თორემ NDI, „ნაცმოძრაობის“ და “ცენტრალური დაზვერვის” ინტერესების გამტარებელი რომ არის, ამაზე საუბარიც ზედმეტად მიმაჩნია. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ უნდა შეიქმნას ნამდვილი და არა მიკერძოებული, “ჟურნალისტიკის ეთიკის შემსწავლელი კომისია”, რომელიც ყოველთვიურად დადებს კვლევის შედეგებს და წლიურ მოხსენებას გააკეთებს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტში.
ჟურნალისტობას იბრალებს უამრავი ადამიანი, რომელთაც შეხებაც არ ჰქონიათ ჟურნალისტიკის ფაკულტეტთან, ამიტომ ამავე კომისიამ უნდა გასცეს ცნობა იმის შესახებ, რომ ადამიანი არის ჟურნალისტი და მას აქვს უფლება ეს სტატუსი ატაროს. უნდა იყოს გამოცდა საჭირო, რათა თავს ჟურნალისტი უწოდო. აი, მაგალითად ,როგორც ადვოკატობისთვის საჭიროა გამოცდის ჩაბარება, ასევე ჟურნალისტებისთვისაც არის საჭირო, რადგან ადვოკატებზე არანაკლებ საპასუხისმგებლო საქმეა ჟურნალისტობა! მე პირადად უახლოეს მომავალში დავიწყებ მუშაობას ამ პროექტზე, რათა შევიტანო საქართველოს პარლამენტში. ვისაც აქვს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა ამ ინიციატივის განხორციელებაში, დამიკავშირდით. ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა შეიქმნას ეს კომისია, რომელიც იქნება ხალხის მიერ არჩეული და ვერც მთავრობა და ვერც სხვა რაიმე ძალა ვერ ზემოქმედებდეს მასზე. მე მგონი, უმრალესობა დამეთანხმებით. ვინც მეთანხმებით და არ მეთანხმებით, დაწერეთ თქვენი პირადი აზრი და განვიხილიოთ ეს საკითხი, ასევე ვაპირებ საჯარო განხილვის ჩატარებას ამ თემაზე და იმედი მაქვს, მივალთ სწორ გადაწყვეტილებამდე!“ – წერს გიორგი გაბედავა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები