გიორგი ბერიძე: ზურგს უკან, დერეფნის ბოლოს კარია და იქ უკვე ბოქსირებული განყოფილებაა… ჰოდა, თუ არ გინდათ აქ მოხვედრა – დარჩით სახლში!…
“ამ ფოტოს შემთხვევით არ ვდებ – ზურგს უკან, დერეფნის ბოლოს კარია და იქ უკვე ბოქსირებული განყოფილებაა…
ჰოდა, თუ არ გინდათ აქ მოხვედრა – დარჩით სახლში”, – წერს სოციალურ ქსელში ინფექციური საავადმყოფოს პიარი გიორგი ბერიძე.
მისივე თქმით, “როცა ვუახლოვდებით პიკს უნდა გამოვიჩინოთ გონიერება და დავრჩეთ სახლში”.
“იმედია, არ ჩამქოლავთ და არ გამატარებთ კრიტიკის ცეცხლში… თითქმის 3 თვეა ინფექციურ საავადმყოფოში 20 საათს მაინც ვატარებ (ფაქტიურად მეორე სახლია). ვიცი რა მდგომარეობაში არიან პაციენტები. როგორი რთულია ამ ვირუსის დამარცხება… როცა ვუახლოვდებით პიკს უნდა გამოვიჩინოთ გონიერება და დავრჩეთ სახლში”, – წერს გიორგი ბერიძე.