გიორგი აღაპიშვილი მამუკა ხაზარაძეზე: ამას თავი უკვე მესია ჰგონია, მაგრამ თამადის მიხვრა-მოხვრას და მანერებს ვერ გადაეჩვია

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიაში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციას ბლოგერი გიორგი აღაპიშვილი ვრცელი ბლოგით ეხმაურება და ხაზარაძის განცხადების რამდენიმე ეპიზოდზე ამახვილებს ყურადღებას:

“აი რა გინდოდა წვენებში?

დღეს 30 წლის განმავლობაში, ყველაზე ღიად გაპიარებული ,,ახალი ქართველის” საშინელი მოსრიალება ვიხილეთ. დიახ, ეს არ იყო მხოლოდ ერთი ადამიანის – არამედ მთელი კლასის, ე.წ. ,,ახალი ქართველის” პროექტის, სრული კრახი. 30 წლის განმავლობაში, მამუკა ხაზარაძემ თქვა ის, რასაც გულწრფელად ფიქრობდა, აქამდე მისი ყოველი საჯარო გამოჩენა თუ აქტივობა მისი მარკეტოლოგების და პიარშიკების პროდუქტი იყო, დღეს ჩვენ ვიხილეთ სხვანაირი მამუკა – ის მამუკა რომლის ჩახშობასაც პიარშიკები ყოველთვის ურჩევდნენ, მაგრამ ამჯერად არ გამოუვიდათ.

რამოდენიმე ეპიზოდი ხაზარაძის მოთქმიდან :

1 – ჩვენ აქ შევიკრიბეთ ამ ქვეყნის ყველაზე წარმატებული ხალხი.
ამ გაძვალტყავებულ ქვეყანაში, მევახშე რომ საკუთარ თავს წარმატებულს უწოდებს – უკვე უნდა მიხვდე რა დონის ნაძირალასთან გაქვს საქმე. რა ყოფილა წარმატებულობა თურმე – თუ შენმა ოჯახმა მაშინ, როდესაც მთელი ერი საშოვარის ძიებაში იყო, საბჭოთა სიმდიდრე გროშებად გადაახურდავა და ამ საერთო საკუთრების მიტაცებით ნაშოვნი ფულით, ნაგავში მოქექავე გაღატაკებულ შენს ხალხს 400%-ებად მიეცი სესხი და წაართვი ერთადერთი, რაც მათ საბჭოთა კავშირიდან შერჩათ – ბინები. ამითი იშოვე ფული, გამდიდრდი და წერა-კითხვის უცოდინარი, ულექსო და უწიგნური პოეტ-მწერლები კვებე, უფსკრულის წერა რო არ იციან წესიერად და პაოლო კოელიო პაოლო იაშვილში ეშლებათ, აი მაშინ ყოფილხარ წარმატებული.

2 – ჩვენ ვიხდით გადასახადებს.
ჩემს ფეხებს იხდი შენ და არა გადასახადებს, ნაბიჭვარო ხაზარაძე. არანაირი გადასახადი ბანკებს არ ეხებათ და 30 წელია ბანკების დიქტატურაში ვცხოვრობთ. პირველად წელს დაწესდა რეგულაციები ბანკებზე და იმაზეც როგორი აჟიოტაჟი იყო ყველას გვახსოვს. ლარის კურსით როგორ მანიპულირებენ და დებილ ხელისუფლებას როგორ წველიან ეგეც ყველას კარგად გვესმის.

3 – ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ეროვნული ღირსება.
აჰა, როდის შეელახა ეროვნული ღირსება ნახეთ – როდესაც პროკურატურამ მისი და მისი ვითომ პენსიონერი ჟუტა წერეთლის ჩათლახური სქემა გაშიფრა, მაშინ შეელახა ღირსება. 7 ნოემბერს, 6 მაისს, 26 მაისს, როდესაც პატიმრებს აწამებდნენ, როდესაც ხალხს შიმშილით ხდებოდა და ეხლაც ხდება სული, როდესაც იჭერდნენ და იჭერენ, კლავდნენ და კლავენ, მაშინ ხაზარაძეს ნერვი არ უტოკავს და ყოველ ხელისუფალს ერთ ადგილას უძვრება, მაგრამ ააააიიიტ როგორც კი მის ჩათლახურად ნაშოვნ მილიონებს შეეხებიან ეგრევე ისმის ზღვისპირეთიდან – ლელოოო, ლექსეებიი, ღირსებააა, ილიააა!

12 -12 ექსპერტი გვეყოლებაო! ამას თავი უკვე მესია ჰგონია, მაგრამ თამადის მიხვრა მოხვრას და მანერებს ვერ გადაეჩვია. თამადა ხარ ჩემო მამუკა შენ, ჩათლახი, სხვების უბედურებაზე გამდიდრებული მოგრიალე კაცი. ხოდა ყოფილიყავი სადაც იყავი, გეტარებინა დრო, ,,გეკატავა” ცხენებზე – ჩვენც, გაჭირვებული ხალხი ვიდექით და გაგინებდით, მაგრამ ფეხებზე არ გეხატა? ეხლა პოლიტიკაში ხარ და ჩვენს გინებას ვეღარ დაიკიდებ.
თქვა იმ კაცმა, სანამ პოლიტიკაში მოხვალთ, ყველამ გაიხადეთ და ანახეთ ხალხს რომ სუფთა გაქვთო – ხოდა არაგაქვს სუფთა მიკიტანო! კეთილი იყოს შენი შემობრძანება პოლიტიკაში, სადაც მაგ შენს ძვირადღირებულ ჟილეტებს კახა კუკავა და გარემოვაჭრეები შემოგაგლიჯავენ!”, – წერს აღაპიშვილი .

კომენტარები

სხვა სიახლეები