გივი სიხარულიძე ლევან ვასაძეზე: ამ კაცს კელაპტარივით მოფრთხილება უნდა

“ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, ისინი გაჩერდებიან და ვეღარ შეიკრიბებიან, ესენიც არავის არაფერს დაუშავებენ” – ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ლევან ვასაძის მოწოდებას “თბილისი პრაიდის” ჩაშლასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, 16 ივნისს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში შეკრებილ თანამოაზრეებს “თბილისი პრაიდის” ჩაშლის გეგმა გააცნო. მან მოუწოდა მოხალისეებს გაერთიანდნენ სახალხო ლეგიონში და არ მისცეს “თბილისი პრაიდის” მონაწილეებს 18-23 ივნისს დაგეგმილი ღონისძიების ჩატარების საშუალება.
“პირადაპირ გეტყვით, მე ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ვასაძე, რომელიც არც ჩემი მეგობარია და არც ნათესავი, ამ კაცს კელაპტარივით მოფრთხილება უნდა, რადგან მარტო მაგან ამოიღო ხმა და შეეწინააღმდეგა, ისინი თავისთვის იყვნენ – ჩვენ ჩვენთვისო.
“მეც იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ, ეგენი თავისთვის იყვნენ, ჩვენ ჩვენთვის ვიქნებით; არა მაინც ამ ხალხმა გადაწყვიტა თავისი გაიტანოს და ვაჟკაცებს თავზე გადაუარონ.
“ეს კონსტიტუცია ვინც მიიღო ისინი უნდა ჩამოკიდო ფეხებით. რაც შეეხება იმას, მოჰყვება თუ არა ამ დაპირრისპირებას რაიმე საფრთხე, ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, წესრიგი დამყარდება, ისინი გაჩერდებიან და ვეღარ შეიკრიბებიან, ესენიც არავის არაფერს დაუშავებენ” – განაცხადა “რეზონანსთან” გივი სიხარულიძემ.

წყარო:http://www.resonancedaily.com

კომენტარები

სხვა სიახლეები