გიგი უგულავა პროსტიტუციის ლეგალიზებაზე: იდიოტია, ვინც ყველაზე ძველ პროფესიას ებრძვის

პროსტიტუციას როგორ ქვია? ყველაზე ძველი პროფესია. ხოდა, იდიოტია, ვინც ყველაზე ძველ პროფესიას ებრძვის, – ასე უპასუხა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტის კითხვას, რას ფიქრობს პროსტიტუციის ლეგალიზებასთან დაკავშირებით “გირჩის” ინიციატივაზე.

მისივე თქმით, როენა ხუცურაულის, იგივე “მამიდას” დაკავება “ოცნების” რომელიმე წარმომადგენელს უკავშირდება, რადგან, უგულავას აზრით, მამიდას მომსახურებით უკმაყოფილო დარჩა.

“პროსტიტუციას როგორ ქვია? ყველაზე ძველი პროფესია. ხოდა, იდიოტია, ვინც ყველაზე ძველ პროფესიას ებრძვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქალიც დაიჭირა “ოცნებიდან” ვიღაცამ, ვინც მისი მომსახურებით ისარგებლა, არ მოეწონა და შესაბამისად გააკეთა ის, რაც გააკეთა. ეს ერთი ქალი რატო დაიჭირეს. 500 ეგეთია. ახალ გაიღვიძა გახარიამ, ჰა? fარისევლები და აფერისტები არიან. როგორც ჩანს, ვიღაცას არ მოეწონა.. ეს იყო და ეს.. სირცხვილია ეგეთი რამეების კეთება”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები