გიგი უგულავა ნიკა მელიას: განცდა მაქვს, რომ ხვალ ჯარში მიდიხარ

პარტია „ევროპული საქართველოს” წევრი, გიგი უგულავა ციხეში გატარებულ დღეებს იხსენებს და ამბობს, რომ გლდანის ციხეში 2014 წელს „ქურდული კორიდორი“ მოუწყვეს.
„გლდანის ციხეში 2014 წლის ზაფხულს, “უფროსობის” დავალებით, ქურდული კორიდორი მომიწყვეს. გავიარე და უკან გამოვიარე კორპუსებს შორის – კორპუსები გლეჯდენ მიწას. ისეთი გუგუნი იყო, გინება, ჯამების რახა-რუხი, მოკლედ, ჯოჯოხეთი – დაგეშილი უმრავლესობა.
გასახსენებლად ისე უსიამოვნოა, რომ ამაზე წერა არც მიფიქრია. გადავწყვიტე, რადგან დღეს, როცა ნიკა მელიას საპარლამენტო საბჭოთა სასამართლოს ვუყურე, ჩემი ცხოვრების ეგ ეპიზოდი მედგა თვალწინ. ზუსტად იგივე დაგეშილი უმრავლესობა, ამჯერად, უკეთ კოსტუმირებული, მაგრამ ქურდულ ციხურისგან არაფრით განსხვავებული. ამაზრზენი შეგრძნება იყო. დღეს ნიკას სახით მთელმა საქართველომ განიცადა ეს. დღევანდელი „ოცნების“ სასამართლოს შემდეგ, მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ხვალ მურუსიძის სასამართლო გირაოთი გარეთ დაგტოვებს, თუმცა პატიმრობაც შენთვის შესაძლებლობა იქნება. ბევრი რამის შესაძლებლობა! ახლა კი განცდა მაქვს, რომ ხვალ ჯარში მიდიხარ! პ.ს. ყველა წყენა ჩემგან ჩავლილია. Nika Gvaramia – შენც „გთაგავ“, რადგან ციხის ეგ კორიდორი შენც გაიარე და მგონი დიდად არც შენ გილაპარაკია ამაზე“, – წერს უგულავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები